Friday, October 18, 2013

დღე I


  "პროექტებით სწავლება" - მეტად დროული, საჭირო, საინტერესო მეთოდია დღევანდელ სასკოლო ცხოვრებისათვის. იგი ერთნაირად საინტერესოა, როგორც პედაგოგისათვის, ასევე მოსწავლისათვის. თვითონ ეს ტრენინგიც ნამდვილად დროულია. მოლოდინი დიდია. 
   ტრენინგის პირველმა დღემ ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა.მან მოგვცა შესაძლებლობა გაგვეგო თუ როგორ განუვითაროთ მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და როგორ გავზარდოთ მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, რაშიც ასევე დაგვეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. საინტერესო აღმოჩნდა ინტელის ძირითადი კურსი, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.

დღე II

  ხათო, მართალია ტრენინგს ვერ დავესწარი, რადგან ლაგოდეხის ნაკრძალში დავხეტიალობდი, მაგრამ პატიოსნად გავეცანი მასალებს. და მიხვდი, რომ მეორე დღეს 
დაგეგმეთ და მოამზადეთ პუბლიკაცია. გაეცანით გამოცემების ნიმუშებს. გაკეთდა პროექტის გეგმის მოკლე მონახაზი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებით. მომეწონა ეს უნარ-ჩვევები, მოკლე და ლაკონურია. რა იქნება ჩვენი მიზნები და სტანდარტებიც ასევე გასაგებ ენაზე იყოს დაწერილი.
 
    დღე III

  დღევანდელ მოდულში ჩვენ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ. პირველ რიგში შევეცადეთ გვეფიქრა იმ შედეგებზე, რისი მიღწევაც გვსურდა. დავსახეთ მიზნები, შევეცადეთ შეგვედგინა გეგმის მონახაზი, გაგვეაზრებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი). საკმაოდ დატვირთული დღე იყო. პირადად ჩემთვის ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება გასაგები იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც რჩებოდა გაუკეთებელი, დღეს გასაგები და ნათელი გახდა. ეს ყველაფერი კი დამეხმარება უფრო უკეთ დავგეგმო არა მარტო პროექტები, არამედ გაკვეთილებიც კი.


   დღე IV

   მე ვთვლი, რომ პრაქტიკული მუშაობა უფრო ნაყოფიერია. დღეს სწორედ ამგვარი მუშაობის შედეგად განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევეცადეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის დაწერა, მოვიფიქრეთ იდეები შეფასების გეგმის ფარგლებში მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. შევქმენით შეფასების ფორმები და დავგეგმეთ თვით შეფასება. ასევე გავაკეთეთ ჩვენივე პროექტის პრეზენაციის მონახაზი. დღევანდელი დღის შემდეგ უფრო ჩამოვყალიბდი, უფრო შემეცვალა შეხედულებები, აზრები უფრო ჩამოყალიბდა, დალაგდა, შემიძლია ვთქვა შედარებით თამამად დავიწყე ფიქრი სამომავლო გეგმებზე, რადგანაც ამ პროექტით შეუძლებელი არაფერია. მთავარი სურვილი წინსვლისკენ და ფიქრი ისევ და ისევ მოსწავლეებზე და არა მარტო საკუთარ თავზე. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ და მე მგონია მომდევნო დღეები უფრო და უფრო საინტერესო იქნება.

No comments:

Post a Comment